ავუწყოთ ფეხი დროს
t-size: 14pt;">მაგრამ რას ნიშნავს შეხვედრისას იაყაკოვის მიერ დას-მული კითხვა: ვინ არიან ესენი?~ იოსეფის შვილებმა (გან-საკუთრებით ეფრაიმმა), ხომ გოშენის მიწაზე მრავალი წე-ლი მის გვერდით გაატარეს.
აქაც ყოველი დეტალია მნიშვნელოვანი. იაყაკოვი უნდა დარწმუნდეს, რომ ეფრაიმი და მენაშე ნამდვილად მისი შვილები~ არიან და, რომ ნაწილობრივადაც კი არ შეუთვი-სებიათ მათ სხვა მსოფლმხედველობა. ისინი დაიბადნენ და გაიზარდნენ ეგვიპტეში, იმპერიაში, სადაც უთვალავი სახის რწმენა და იზმები~ არსებობდა, რომელნიც ადამიანსა (კერ-ძოდ ფარაონს) და ბუნების ძალებს აღმერთებდნენ. მათ ყვე-ლას თვით ფარაონის პოზიცია უდევთ საფუძველად, რომელ-ზეც ის მოგვიანებით, 200 წლის შემდეგ, იტყვის: ვინაა გამჩენი, რომ მე მას მოვუსმინო?~ (შემოთ, თავი 5, ფასუ-კი 2).
იაყაკოვსაც ხომ ამისი ეშინოდაეფრაიმისა და მენა-შეს სულის რომელიმე კუნჭულშიც ხომ არ დაიბუდა ამ და-მანგრეველმა კითხვამვინაა გამჩენი?
და ჰკითხა იაყაკოვმა: ვინ არიან ესენი?~ ჩადო რა მასში დამატებითი (მაგრამ ისეთივე) აზრი.
ებრაულად კითხვა ასე ისმისმი ელე?~ორი სიტყვა, რომლებშიც იგივე ასოებია, რასაც შეიცავს გამჩენის ის სახელი, რომელიც ნიშნავს სამყაროს წარმმართველს~. მაგრამ ამ სიტყვებში გამჩენის სახელი თითქოს ორ მარ-ცვლადაა გაყოფილი და უკუმიმართულებითაა მოცემული. განსხვავება ასე გამოიხატება: ალეფ, ლამედ, ჰეი, იუდ, მემ (გამჩენის სახელის შემადგენელი ასოები) და მემ, იუდ (მი~ვინ), ალეფ, ლამედ, ჰეი (ელე~ესენი).
გარეგნულად იგივე ასოებია, მაგრამ შინაგანადგამო-ცალკევება, განხეთქილებაა. გარეგნულად, როგორც შეიძლე-ბა მოგვეჩვენოს, ადამიანის ცხოვრება ებრაულ ტრადიციებს შეესატყვისება, მაგრამ შინაგანად განხეთქილება იმალება, ის, რაც ადგილს ტოვებს შეკითხვისათვის ვინაა გამჩენი, რომ მე მას მოვუსმინო~
იაყაკოვი მისთვის სასურველ პასუხს ღებულობს: და უთხრა იოსებმა მამას თვისას: ისინი ჩემი ვაჟიშვილები არიან (თავი 48, ფასუკი 9).
ებრაულად ვაჟიშვილი ასე წარმოითქმებაბენ~. ამ სიტყვას იგივე ფუძე აქვს, რაც ზმნასშენება~ (ლივ-ნოთ). ე.ი. იოსეფმა მამას უთხრაისინი ჩემი აშენებულ-ნი არიან~.
ხდება ხოლმე, რომ გამჩენი მათ, რასაც ჩვენ ბოროტ ძალებს ვუწოდებთ, საშუალებას აძლევს თავიანთი პოზიციე-ბი გაიმყარონ. ასეთ მომენტებში მთავარიაგაუძლო ცდუ-ნებას. იოსეფი ეგვიპტეში წავიდა, მოხვდა გალუთშისიბ-ნელეში (წყვდიადში). და როდესაც ჩვენ, ამის შესახებ ვკითხულობთ, ნათლად ვხედავთ, რომ მისი ამოცანაგაძ-ლებაგადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. და ამიტომ ის უფროს ვაჟს არქმევს სახელსმენაშე.
თავისი სიცოცხლის ბოლოს კი, იაყაკოვმა მთელ ებრა-ელ ხალხს უნდა უჩვენოს გზა, უნდა გამოასწოროს ის, რაც მოხდა. ეს კი უმცროსი შვილისეფრაიმის სახელთან დაკავშირებული არის.
შემოთ
ეგვიპტეში მთელი ოჯახით ჩასვლამდე იაყაკოვი იქ თა-ვის შვილს იეჰუდას აგზავნის ცოდნის სახლისიეშივის დასაარსებლად. იმის მაგივრად, რომ მემკვიდრეების ფარნა-სა-ზესაარსებო წყაროზე იფიქროს, პირველი, რაზედაც იაყაკოვი ფიქრობს, ცოდნის სახლია, სულიერი ცხოვრების ადგილი, სადაც შთამომავალნი ებრაულ კანონებს ისწავლიან, რათა მათი ერთგულება შეინარჩუნონ.
მართლაც, იქამდე, ვიდრე ეგვიპტეში ჩასულთა პირველი თაობა ცოცხალი იყო, ყველა იაყაკოვის ტრადიციების ერ-თგულებას ინარჩუნებდა. შემდგომში, კი როდესაც იოსეფი, მისი ძმები და იმ თაობის ხალხი გარდაიცვალნენ, იაყაკოვის ოჯახი თანდათან ჩამოშორდა ავრაჰამის, იცხაკისა და იაყა-კოვის ტრადიციებს.
და განივრცნენ მთელ ეგვიპტეში და გამრავლდნენ ის-რაელის შვილები და განაყოფიერდნენ, და მომრავლდნენ, და გაძლიერდნენ ძალიან, ძალიან.
და მომრავლდნენ ებრაელებში ბანკების მფლობელები, მინისტრები მთავრობაში, პარლამენტის წევრები, და საკუთა-რი ნიჭისა და მცდელობის წყალობით დაიკავეს ეგვიპტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი თანამდე-ბობები.
რა დაემართა მამათა ტრადიციებს? ისინი თანდათან და-ვიწყებას მიეცა. იეშივებში მოწაფეთა რიცხვი სულ უფრო და უფრო მცირდებოდა, ივიწყებდნენ იაყაკოვის თორას, ბრით მილის გაკეთებაც კი ავიწყდებოდათ.
ეს ყველაფერი მათ უფრო და უფრო ამსგავსებდა ეგ-ვიპტელებს, მათი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მათ კერპებს ქედს უხრიდნენ, მათსავით ერთობოდნენ.
აი მაშინ, დადგა ახალი მეფე ეგვიპტეში. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ებრაელებმა ეგვიპტეში საკუთარი ძალების, ძლიერების და გავლენის პიკს მიაღწიეს. სწორედ მაშინ იწყება მათი ბედის ბორბლის უკუღმა ტრიალი, შევიწ-როვება და უბედურება.
ყველაფრის მიუხედავად, მიდრაში მოგვითხრობს, რომ ებრაელებმა ეგვიპტეში სამი რამ შეინარჩუნეს: სახელები, ენა და ჩაცმის წესები. ის, რომ ხალხმა, რომელსაც ჯერ თორა არ ჰქონდა მიღებული, ასიმილირება დაიწყო, ის, რომ მათ ცხოვრების მიზნად კარიერა, განათლება ან ფული აირ-ჩიეს (ის, რაც საბჭოთა ებრაელების ცხოვრებაში ხდებოდა, რომელთაც საკუთარი ნების გარეშე ჩამოართვეს თორის ერ-თგულებად დარჩენის საშუალება), დაივიწყეს მამათა ტრადი-ციებიგასაგები და ბუნებრივია. გაუგებარი და არაბუნებ-რივი სხვა რამაა. როგორ შეინარჩუნეს ებრაელებმა სახელე-ბი, ენა და ჩაცმის წესი. უფრო მომგებიანი და მოსახერხებე-ლი არ იქნებოდა არ რქმეოდათ მოშე, ავრაჰამი, შიმყონი, გამოეცვალათ სახელები. ენის შენარჩუნებაც თითქოს არა-ფერში სჭირდებოდათ. ვის სჭირდებოდა მოძველებული ენა. მასზე ბებიებს და ბაბუებს უნდა ესაუბრათ. ახალგაზრდებს კი სამუშაოსათვის, კარიერისათვის ეგვიპტელების ენა სჭირ-დებოდათ და სწორედ მის სწავლას დაიწყებდნენ და ეგვიპ-ტელებზე უკეთესად ეცოდინებოდათ. ეგვიპტეში ინგლისური ენის სახელმძღვანელოს ავტორებიც ებრაელები იყვნენ. მაგ-რამ, ჩვენი ბრძენები მაინც ამბობენ, რომ ჩვენგან, საბჭოთა ებრაელთა უმრავლესობისაგან განსხვავებით, ეგვიპტის ებრა-ელებმა საკუთარი წმინდა ენა შეინარჩუნეს. და ამ ენაზე არა მარტო კითხულობდნენ, არამედ ლაპარაკობდნენ და წერდნენ კიდეც.
ძებნა
სარჩევი
- ბერეშით
- ნოახ
- ლეხ-ლეხა
- ვაიერა
- ხაიეი სარა
- თოლდოთ
- ვაიეცე
- ვაიშლახ
- ვაიეშევ
- მიკეც
- ვაიეხი
- შემოთ
- ვაერა
- ბო
- ბეშალახ
- ითრო
- მიშფატიმ
- თერუმა
- თეცავე
- ქი თისა
- ვაიაკჰელ
- ფეკუდე
- ვაიკრა
- ცავ
- შემინი
- თაზრია
- მეცორა
- ახარეი მოთ
- კედოშიმ
- ემორ
- ბეჰარ
- ბეხუკოთაი
- ბამიდბარ
- ნასო
- ბეჰაალოთხა
- შელახ ლეხა
- კორახ
- მატოთ
- მასყე
- დებარიმ
- ვაეთხანან
- ყეკევ
- ქი რეე
- შოფტიმ
- ქი თეცე
- ქი თავო
- ნიცავიმ
- ვაიელეხ
- ჰააზინუ