Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ავუწყოთ ფეხი დროს

ის სანაცვლოდ იოსეფს მონად საკუთარ თავს სთავაზობს. თავი-დან ის თორმეტივეს სთავაზობს იოსეფს, მაგრამ მისი უარის შემდეგ, მხოლოდ თავად სურს ბენიამინის მაგივრობა. იოსე-ფისაგან უარის შემთხვევაში კი ისინი საომრად ემზადებოდ-ნენ. თავიდან თვინიერნი შემდგომ ასეთი შემართებით იოსეფს რატომ დაუპირისპირდნენ? საქმე ისაა, რომ ძმებმა იცოდნენ მათი ეგვიპტეში მომავალი განდევნის შესახებ. როდესაც გამჩენი ავრაჰამთან კავშირს სდებდა, უთხრა კიდევაც ამის შესახებ, ძმებმა კი ეს გადმოცემით გაიგეს. ამიტომ თასთან დაკავშირებული ისტორიის შემთხვევაში მათ გადაწყვიტეს, რომ დადგა გამჩენისაგან გადაწყვეტილი განაჩენის აღსრუ-ლების დრო, იწყება ეგვიპტის განდევნა და ისინი უკვე მო-ნები იქნებიან. მაგრამ, როდესაც იოსეფმა მათი წინადადება არ მიიღო, და მხოლოდ ბენიამინის მონად დატოვება მოინ-დომა. მათ იფიქრეს, რომ ჯერ არ დამდგარა გამჩენისაგან მათი განდევნისა და მონობის ჟამი, რომ მხოლოდ ეგვიპტის მმართველს სურს მათი ძმის დამონება, რომლის დაბრუნება-საც იეჰუდა მამას დაპირდა.
როდესაც იოსეფმა დაინახა, თუ როგორ იცავდნენ ძმები ბენიამინს, გადაწყვიტა ეთქვა, რომ ის მათი ძმააიოსეფია. იოსეფის ქცევა მთელი ამ ხნის განმავლობაში სწორედ ამ მომენტს ექვემდებარებოდა. მონანიების შესახებ კანონში წე-რია, რომ ნამდვილი, სრული მონანიება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ადამიანი იგივე სიტუაციაში, რო-გორშიც შესცოდა, სწორად მოიქცევა და გამოასწორებს თა-ვის შეცდომას. ეს იმას ნიშნავს, რომ მან მხოლოდ სიტყვე-ბით არ მოინანია დანაშაული. როცა იოსეფი, როგორც ეგ-ვიპტის მმართველი, ძმებს მკაცრად მოექცა, მათ იმაზე და-იწყეს ფიქრი, რომ გამჩენისაგან ღებულობენ სასჯელს იო-სეფთან დაკავშირებით გამოჩენილი სისასტიკის გამო.
ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ექცეოდნენ ლეას შვილები იოსეფს ისე, როგორც მას უნდა მოქცეოდნენ, ის იყო, რომ იოსეფი იაყაკოვისა და სხვა ქალისრახელის შვილი იყო. ახლა კი, იოსეფმა ისინი ისეთ სიტუაციაში ჩაა-ყენა, როდესაც მათ რახელის მეორე შვილიბენიამინი უნ-და დაეცვათ. ძმების, კერძოდ კი იეჰუდას, იოსეფის მონად გაყიდვის ინიციატორის, მზადყოფნამ თავი გასწირონ ბენია-მინისათვის, რახელის შვილისათვის, იოსეფი დაარწმუნა, რომ მათ ნამდვილად მოინანიეს ცოდვა. ახლა უკვე შეიძლე-ბა გაუმჟღავნოს ვინაობა, ახლა ძმებს გამჩენისაგან იოსეფი-სადმი ჩადენილი ცოდვისათვის უკვე ისეთი დიდი სასჯელი აღარ ემუქრებათ. მე იოსეფი ვარ, გამოუტყდება იოსეფი ძმებს, და ისინი სიტყვებს ვერ პოულობენ, ვერაფერს პასუ-ხობენ მას.
ჩვენი ბრძენები ამბობენ: ჩვენთვის უბედურებაა საშინელი სასამართლოს დღე, დღე, როდესაც გამჩენი გაგვასამარ-თლებს. თუ ძმებს, ისრაელის შტოთა მამებს, არ შეეძლოთ პასუხი გაეცათ მათი უმცროსი ძმისათვის, ჩვენ რაღას ვუპა-სუხებთ გამჩენს, როდესაც მოვისმენთ: მე ღმ-თი ვარ. რა კავშირია ძმების წინაშე იოსების გამოტყდომასა და გამჩენის მიმართ ჩვენს პასუხს შორის? საქმე ისაა, რომ ძმებმა იოსე-ფის ორმოში ჩაგდების მომენტში სთქვეს: ვნახოთ რა მოუ-ვა მის სიზმრებს!. როდესაც მათ დაინახეს, რომ იოსეფის სიზმრები ახდა, მიხვდნენ, რომ იოსეფმა საკუთარი სიამაყის გამო არ ნახა ეს სიზმრები და, რომ ისინი შეცდნენ. სინამ-დვილეში სიზმრები წინასწარმეტყველური იყო. ახლა მათ ეს დაინახეს და აღარაფერი აქვთ სათქმელი. ასევე ვართ ჩვენ ყველანი. როცა ვცოდავთ, შაბათს ვარღვევთ, ან ჩვენს მოძ-მეებს გულს ვტკენთ, გამჩენმა ნუ ქნას, ჩვენთვის ყოველ-თვის ვპოულობთ გამართლებას. როდესაც შაბათს ვარღვევთ, ვამბობთ, რა ვქნათ, იმისათვის რომ თავი ვირჩინო, შაბათს უნდა ვიმუშავო; როდესაც ახლობელს გულს ვტკენთ, ვამ-ბობთდაღლილი ვიყავი, განერვიულებული. ჩვენ გვავიწ-ყდება, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება ზეციურ ვიდეოზე იწე-რება. და როცა გამჩენი გვეტყვისმე ღმ-თი ვარ~, იოსე-ფის ძმების მსგავსად, ვერაფერს ვუპასუხებთ. მივხვდებით, რომ ყველა ჩვენს ახსნას არავითარი ფასი არა აქვს, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ცუდი განზრახვაა, რომელიც ჩვენვე გვაბნევს. ფარნასა იმათაც ექნებათ, ვინც შაბათს იცავს. ისი-ნი კი, ვინც შაბათს რაიმე გასამჯელოს აიღებენ, ვერაფერს იხეირებენ. ის ფული მათ დაეკარგებათ, ან ექიმებში დახარ-ჯავენ. ახლობლებისათვისაც შეიძლებოდა მოგვეთმინა და არ გაგვენაწყენებინა და ა.შ.
იოსეფის ძმებისაგან განსხვავებით, გვიან იქნება მონანი-ება. მხოლოდ ამ სამყაროში შეგვიძლია ამის გაკეთება. მაშ, მოდით, მოვინანიოთ, გამჩენი გველოდება!

ვაიეხი


კვირის საკითხავი თავი იმით იწყება, რომ იოსეფი მა-მასთან მიდის და თან თავისი ორი ვაჟიმენაშე და ეფრა-იმი მიჰყავს. რატომ ეს ორი? იაყაკოვი მას ეუბნება: და ისინი, რომელნიც გეყოლა მათ შემდეგ (მენაშესა და ეფრაი-მის შემდეგ), შენად ჩაითვლებიან~ აქედან კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იოსეფი გამჩენის ჩანაფიქრს გრძნობდა, რომ იაყაკოვს სწორედ მისი ეს ორი შვილი უნდა ამოერჩია. რაში მდგომარეობდა ეს ჩანაფიქრი?
იაყაკოვს უნდოდა აღენიშნა, რომ იოსეფმა უფროსი შვილის (ებრაულადბეხორი) სტატუსი მიიღო. თორის კა-ნონის მიხედვით უფროს შვილს მამის მემკვიდრეობიდან ორ-მაგი წილი ეკუთვნის, დანარჩენებს კი თითო-თითო. მხოლოდ ისაა გაუგებარი, რის საფუძველზე ანიჭებს იაყაკოვი იოსეფს უფროსი შვილის სტატუსს. პირველად ხომ რეუბენი დაი-ბადა. აქედან გამომდინარე, თორა მოგვითხრობს პირველობა-ზე არა საბუთების მიხედვით, არამედ პირველობაზე სუ-ლიერ სამყაროში. იაყაკოვი და რახელი უნდა გაერთიანებუ-ლიყვნენ სამყაროს შექმნის იმ გეგმის განსახორციელებლად, რომელსაც თავადაც გრძნობდნენ. იაყაკოვისა და ლეას ინტი-მური სიახლოვის მომენტში (პირველ ღამეს) იაყაკოვი დარ-წმუნებული იყო, რომ ის რახელთან იმყოფებოდა (ლეა და რახელი ტყუპი დები იყვნენ). ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ რეუბენი ჩაისახა, იაყაკოვის აზრობრივ და სულიერ წარმოდგენაში სწორედ რახელის შვილი უნდა ყოფილიყო მისი პირველი შვილი. და ეს იოსეფი იყო.
იოსეფის პირველი შვილი მენაშე იყო: და დაარქვა უფ-როსს (ბეხორს) მენაშე, რადგანაც გამჩენმა შემაძლებინა და-მევიწყებინა ჩემი ყველა გასაჭირიუ მეორე შვილს კი ეფრაი-მი დაარქვა, რადგანაც მომცა გამრავლების (გაზრდის) სა-შუალება ჩემი გასაჭირის ქვეყანაში~ (თავი 41, ფასუკი 51-52).
სახელი მენაშე~ მოგვიწოდებსგავუძლოთ (მიუხედა-ვად ყველაფრისა). ეფრაიმი~ კი ნიშნავს წინსვლას, ზრდას, მატებას.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48