ავუწყოთ ფეხი დროს
ბერეშით
დასაწყისში შექმნა გამჩენმა ცა და მიწა.
ასე იწყება გამჩენის მიერ მოშესათვის ნაკარნახევი მა-რადიული წიგნი, ეგრეთ წოდებული მოშეს ხუთწიგნეული, თორა (ხუმაში-ხამიშა ხუმშეი თორა), კაცობრიობისათვის ყველაზე ხშირად საკითხავი წიგნი.
და ჩვენს ბრძენებს, თორის კომენტატორებს, მაშინვე უჩნდებათ კითხვა: რატომ არ იწყება თორა პირველი მცნე-ბიდან, რომელიც გამჩენმა ებრაელებს მისცა? ხომ ყველა-სათვის ნათელია, რომ გამჩენს თორა ჩვენთვის სამყაროს შექმნის ისტორიის მოსათხრობად არ უბოძებია. ის ხომ ებ-რაელთა ეგვიპტიდან გამოსვლის, მათ მიერ თორის მიღებისა და მისი მცნებების შესასრულებლად იყო გამიზნული. პირ-ველ მცნებაში გამჩენი გვეუბნება: მე ვარ გამჩენი ღმ-თი, რომელმაც გამოგიყვანათ თქვენ ეგვიპტიდან. ამით კი ხაზი გაუსვა თავისი ქმნილების ძირითად მიზანს.
თუმცაღა გასაგებია, რომ წიგნის ბერეშით პირველივე წინადადებებში რწმენის საფუძვლებია მოცემული: გამჩენის მიერ მთელი სამყაროს შექმნა; ის, რომ ადამიანს აქვს არჩე-ვანის უფლება; ის, რომ გამჩენს მასთან ურთიერთობა აქვს; ის სჯის და პატიობს მას; ასწავლის მონანიებას და რწმენის სხვა საფუძვლებს.
მიუხედავად ყველაფერი ამისა, თორის უდიდესი კომენ-ტატორი რაში გვეუბნება: თორის პირველი წინადადება გვიმტკიცებს, რომ ცა და დედამიწა გამჩენს ეკუთვნის და ის მას იმ ხალხებს აძლევს, ვისაც თავად ირჩევს. და ამიტომ, ისრაელის მიწა, რომელიც გამჩენმა ებრაელ ხალხს უბოძა, სამართლიანად ეკუთვნის მას~.
ადამიანის შექმნის მომენტში, დანარჩენი სამყაროს შექ-მნისაგან განსხვავებით, გამჩენი ვიღაცას მიმართავს: შევ-ქმნათ ადამიანი. ჩვენს ბრძენებს სამი ვერსია აქვთ იმის შე-სახებ, თუ ვის მიმართავს გამჩენი:
1. ანგელოზებს, რათა გვასწავლოს, რომ მიწიერი მოსა-მართლეც არ უნდა წყვეტდეს საკითხებს მარტო და ის სხვა მოსამართლეებსაც უნდა მოეთათბიროს.
2. მთელს სამყაროს, რადგანაც ადამიანში თავმოყრილია სხვადასხვა ქმნილებების თვისებებიადამიანის სული სუ-ლიერი ბუნებისაა და ანგელოზებისას ჰგავს, სხეულის აგე-ბულება კიცხოველებისას.
3. გამჩენი თავად ადამიანს მიმართავსის ხომ არაა სრულყოფილი და როგორც ფიზიკური (წინადაცვეთა), ასევე სულიერი კორექტირება სჭირდება. ამიტომაც გამჩენი და ადამიანი ერთად ქმნიან ადამიანს.
გამჩენი სამყაროს შექმნის ყოველი დღის დასრულებისას ხედავს, რომ ეს კარგია, ანუ შექმნილი სრულყოფილია და ცვლილებებს არ ექვემდებარება. მეექვსე დღეს კი, ადამიანის შექმნის შემდეგ, ამბობს: და აი, ძალიან კარგია. სიტყვა ძალიან - წმინდა ენაზე - მეოდ, იგივე ასოებს შეიცავს, რასაც სიტყვა ადამ(პირველი ადამიანის სახელი), მხოლოდ სხვა თანმიმდევრობით. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ადამიანი კარგია, სრულყოფილია მაშინ, როცა ის საკუთარ თავს ცვლის, საკუთარ თავში ასოებს გადააადგილებს, იზ-რდება.
თორაში ადამიანის შექმნის შესახებ ორჯერაა მოთხრო-ბილი: ერთხელ მისი სხეულის შექმნაზე და მეორედ იმაზე, რომ გამჩენმა მას სული შთაბერა. ისმის კითხვაიყო თუ არა ადამიანი ცოცხალი მისთვის სულის შთაბერვამდე? რამ-ბამის აზრითცოცხალი იყო, მაგრამ ჰგავდა მაღალგანვი-თარებულ ცხოველს და მხოლოდ სულის შთაბერვის შემდეგ იქცა ქმნილებად მისი სახითა და მსგავსებით. ყოველი ჩვენთაგანი საკუთარ თავში ამ გამჩენისეულ ნაპერწკალს აღ-ვივებს, თუ მცნებებს ასრულებს და, გამჩენმა ნუ ქნას, აქ-რობს მასთუ სცოდავს.
ყველას კარგად მოგეხსენებათ ადამისა და ხავას მიერ მცნების დარღვევის ისტორია, როცა მათ სიკეთისა და ბო-როტების შეცნობის ხის ნაყოფი გასინჯეს. საინტერესოა, რომ თორა არ გვეუბნება, თუ რა ხე იყო ეს, რათა ადამია-ნებმა არ წარმოსთქვან: ამ ხის გამო ხომ მთელი სამყარო დაიწყევლა. ამით ჩვენ ვხედავთ, რომ გამჩენი სირცხვილი-საგან უსულო ქმნილებასაც კი იცავს, რადგანაც ჩვენი თო-რა მოწყალეა, ლმობიერია. ჩვენც ასევე ვისწრაფით რა სრულყოფილებისაკენ, უნდა ვეცადოთ სრულვყოთ როგორც მცნებების შესრულება, ასევე ადამიანებთან ურთიერთობა. აი, სწორედ ესაა სამყაროს შექმნის მიზანი.
ნოახ
თორის პირველი თავი ბერეშით-ი მთავრდება გამჩენის გადაწყვეტილებით, გაანადგუროს მის მიერ შექმნილი სამყა-რო იმის გამო, რომ იმ პერიოდში მცხოვრები ხალხების აზ-რები მხოლოდ ბოროტებისაკენ იყო მიმართული. თავი ნო-ახ იწოდება იმ ადამიანის სახელით, რომელიც გამჩენმა ადამიანთა მოდგმის გასაგრძელებლად აირჩია სამყაროს გამა-ნადგურებელი წარღვნის შემდეგ.
გემარა სანჰედრინი~ გვეუბნება, რომ წარღვნის თაობის ადამიანები მორალის ყველა შესაძლო პრინციპს არღვევდნენ. მაგრამ ზეცაში მათ საბოლოო განაჩენს იმის გამო მოეწერა ხელი, რომ ისინი ძარცვით იყვნენ დაკავებული. მაგალითად, ბაზარში ადამიანი იმ პროდუქტს უსინჯავდა გემოს, რომლის ყიდვასაც არ აპირებდა. და ასე იქცეოდა ყველა, ვინც იქ შედიოდა. ამის შედეგად გამყიდველს არც გასაყიდი პრო-დუქტი რჩებოდა და არც ფული ახალი პროდუქტების შესა-ძენად. მსხვილ ქურდობასაც ეწეოდნენ, მაგრამ არა ასე ღი-ად. იციან რა, როგორ არ უყვარს გამჩენს ქურდობა და სხვისი ქონების მიმართ დაუდევრობის (გულგრილობის) გა-მოჩენა, ჩვენი ბრძენები დიდი ყურადღებით იცავენ მცნებას არ იქურდო~, რათა, გამჩენმა არ ქნას, არ დაარღვიონ ის. მოგვითხრობენ, რომ ერთხელ რაბი მელცერი, კურთხეულია მისი ხსოვნა, ქუჩაში მიდიოდა და ისე იყო ფიქრებში გარ-თული (რა თქმა უნდა, ის თორაში ნასწავლს იმეორებდა), რომ იერუშალაიმის ერთ-ერთ ეზოში შევიდა, კარი გააღო და იქიდან ქათამი გამოვარდა. ვისაც არ უნახავს, როგორი შეშინებული გამოედევნა მას რაბი მელცერი, არ უნახავს ქურდობისადმი ჭეშმარიტი შიში. რაბი ისე იყო პატრონისათ-ვის ქათმის დაბრუნების სურვილით შეპყრობილი, რომ არც საკუთარ ღირსებაზე ფიქრობდა და არც საკუთარ ჯანმრთე-ლობაზე.
ერთხელ, ერთ-ერთ იეშივაში ერთ სტუმარს საკიდზე თავისი ხელჯოხი დარჩა. როცა ის ათი წლის შემდეგ კვლავ მოხვდა იმ იეშივაში, მ
ძებნა
სარჩევი
- ბერეშით
- ნოახ
- ლეხ-ლეხა
- ვაიერა
- ხაიეი სარა
- თოლდოთ
- ვაიეცე
- ვაიშლახ
- ვაიეშევ
- მიკეც
- ვაიეხი
- შემოთ
- ვაერა
- ბო
- ბეშალახ
- ითრო
- მიშფატიმ
- თერუმა
- თეცავე
- ქი თისა
- ვაიაკჰელ
- ფეკუდე
- ვაიკრა
- ცავ
- შემინი
- თაზრია
- მეცორა
- ახარეი მოთ
- კედოშიმ
- ემორ
- ბეჰარ
- ბეხუკოთაი
- ბამიდბარ
- ნასო
- ბეჰაალოთხა
- შელახ ლეხა
- კორახ
- მატოთ
- მასყე
- დებარიმ
- ვაეთხანან
- ყეკევ
- ქი რეე
- შოფტიმ
- ქი თეცე
- ქი თავო
- ნიცავიმ
- ვაიელეხ
- ჰააზინუ