Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

შირათ ჰაბერია – ქმნილებათა გალობა

ფერეკ შირა


ბრძანა რაბიმ (რაბი ეჰუდა ჰანასი), ყოველ ადამიანს, ფერეკ შირას ვინც ჭირნახულობს ამ ყოლამზე, გამჩენი აღისებს, რომ ისწავლოს და ასწავლოს, დაიცვას, გააკეთოს და შეასრულოს. მისი ნასწავლი მას ბოლმდე რჩება, იეცერ ჰარაყი (ცუდი ვნება) არ აწვალებს და გადაურჩება ჯოჯოხეთს, მოესწრება მაშიახის მობრძანებას და ყოლამ ჰაბას იმ ქვეყნიურ ცხოვრებას.
თანა რაბი ელიყეზერ დიდებულმა ბრძანა: ვინც ამბობს ფერეკ შირას ამ ყოლამზე, ეღირსება, რომ თქვას ყოლამ ჰაბაში, როგორც ნათქვამია და მაშინ ამღერდება მოშე, არ თქმულა მღერის, არამედ ამღერდება მომავალში, მაშიახის დღეებში.
თანა რაბი ელიყეზერ დიდებულმა ბრძანა: ვინც ამბობს ფერეკ შირას ყოველ დღე, მე ვარ თავდები, რომ იგი ყოლამ ჰაბას შვილია, ასცდება ყოველივე ცუდი, იეცერ ჰარაყი (ცუდი ვნება) არ აწვალებს, ასცდება ცუდ განაჩენს, გადაურჩება სატანს და ყოველივე უბედურობას. გამჩენი გვიბრძანებს შევინახოთ მისი თორა და მიცვოთბი ჩვენს გულებში და მთელი სულით ვეცადოთ, რომ ვიცოდეთ მისი გზები. იყოს ჩვენს თვალწინ მუდამ მისი შიში და რიდი, დავიცვათ პირი და ენა ყოლგვარი ცუდი საუბრისგან; და გამჩენი გვპირდება ვიქნები თქვენთან ყველგან და ყოველთვის, და გაგანათლებ ჭკუით და გონებით. და იცოდე რაც კი რამ შექმნა გამჩენმა შექმნა მხოლოდ მისი პატივისა და დიდებისათვის.


პირველი ნაწილი


1. და ამბობს ცა:
ცა ყვება გამჩენის ქავოდს (პატივს) და მის ნამოქმედარს წარმოთქვამს ზეცა. (თეჰილიმ 19 2)
2. და ამბობს მიწა:
გამჩენს ეკუთვნის მიწა, ყვლეფერი რაც მიწისაა და მთელი სამყარო მისი მობინადრეებით. (ეშყაა 24 16)
3. და ამბობს სამოთხე:
გამოიღვიძე ჩრდილოეთო და მოდი სამხრეთო, გაფურჩქნე ჩემი ბაღი და გადმოაფრქვევს იგი სურნელებას, მოვა გამჩენი ჩემი მის ბაღში და მიირთმევს ბაღის ტკბილ ნაყოფს. (შირ ჰაშირიმ 4 16)
4. და ამბობს ჯოჯოხეთი:
და დააწყურა მწყურვალე სული და სული მშიერი აავსო ყველაფერი სიკეთით. (თეჰილიმ 107 9)
5. და ამბობს უდაბნო:
იმხიარულებენ უდაბნო და ხრიოკი, გაიხარებს მდაბლობი და გაიფურჩქნება, როგორც გვირილა. (EშყაA 35 1)
6. და ამბობენ ყანები:
გამჩენმა სიბრძნით დაარსა მიწა და მომართა ზეცა გონებით. (მიშლი 3 19)
7. და ამბობს წყალი:
ხმაურისათვის გააჩინა დიდი წყლები ზეცაში და აიტაცებს ღრუბლებს მიწის ბოლოებიდან. (EრემA 51 16)
8. და ამბობენ ზღვები:
დიდი წყლის ხმაურზე, რომელიც ისმის ვეებერთელა ტალღების ფეთქვით კიდევ მეტად ძლიერი ბრძანდები გამჩენო ზეცაში. (თეჰილიმ 93 4)
9. და ამბობენ მდინარეები:
ბდინარეები დაუკრავენ ტაშს (სიხარულისგან) და მთები იმხიარულებენ ერთად. (თეჰილიმ 98 8)
10. და ამბობენ წყაროები:
მღერიან და ცეკვავენ (ცადიკიმები) და ამბობენ გამჩენის მაგივრად: ციონ, მთელი ჩემი ყურადღება შენზეა. (თეჰილიმ 87 7)

მეორე ნაწილი ზეციერების გალობანი


11. და ამბობს დღე:
ყოველი დღე გვაჩვენებს გამჩენის სასწაულებს და ყოველი ღამე გვესაუბრება გამჩენის სიდიადეზე. (თეჰილიმ 19 3)
12. და ამბობს ღამე:
თქვა დილით (ანუ გეულის დროს) შენს მოწყალებაზე და შენში რწმენაზე ღამით (ანუ გალუთის დროს) (თეჰილიმ 92 3)
13. და ამბობს მზე:
მზე, მთვარე სმენაზე იდგა; შენი ისრების შუქს და ხმლის ბრწყინვალებას გაჰყვებიან. (ხავაკუკ 3 11)
14. და ამბობს მთვარე:
შექმნა გამჩენმა მთვარე, რომ ვიანგარიშოთ დღესასწაულების თარიღები; მზემ იცოდა თავისი გზა. (თეჰილიმ 104 19)
15. და ამბობენ ვარსკვლავები:
შენ ბრძანდები ერთადერთი გამჩენო, შენ შეჰქმენი ცა, დედამიწა და მთელი მათი ქვეშევრდომები, მიწა და ყოველივე რაც მის ზურგზეა, ზღვები და ყოველივე, რაც შიგაა; და შენ აცოცხლებ ყველას და მთელი გალაქსია შენ გიხრის ქედს. (ნეხემია 9 6)
16. და ამბობენ შავი ღრუბლები:
თითქოსდა ემალება გამჩენი ბოროტს იმით, რომ აბნელებს ცას და გარს შემოირტყავს წყლით სავსე ღრუბელს. (თეჰილიმ 18 12)
17. და ამბობენ ნათელი ღრუბლრბი-ყანანეი ქავოდ:
ბერიც (წვივმის ანგელოზი) შეაწუხებს სქელ ღრუბელს, ღრუბელი გადმოაფრქვევს თავის ნამს. (Oვ 37 11)
18. და ამბობს ქარი:
ვეტყვი ჩრდილოეთის ქარს _ მომეცი (ჩემი შვილები), და სამხრეთს ქარს _ არ ჩადგე, მომგვარე ჩემი შვილები შორიდან და ჩემი ქალიშვილები ქვეყნის ბოლოდან. (EშყაA 43 6)
19. და ამბო