Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
წიგნის კითხვა

ქაშრუტის გზამკვლევი

ნაწილი პირველი
საკვები პროდუქტების სიქაშრის გარკვევა


როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, დაიცვას ქაშრუთის წესები, მის წინაშე დგება პირველი პრაქტიკული კითხვა: როგორ დარწმუნდეს რომ შეძენილი საკვები პროდუქტი ქაშერია?
ჯერ კიდევ უახლოეს წარსულში ასეთი საკითხი არ იყო რთული: ცნობილი იყო აკრძალული პროდუქტები და აკრძალული ცხოველების, ფრინველების და თევზების სახეობები. ცხოველების და ფრინველების დაკვლას აწარმოებდა შოხეტი (სპეციალურად დაკვლისათვის განსწავლული ადამიანი), რომელსაც თვალს ადევნებდა რაბი. Yყველაფერი იყო ადვილი და უბრალო.
მაგრამ, ბოლო დროს, კვების მრეწველობის განვითარებას მოჰყვა ის, რომ შეძენილი პროდუქტები შეიცავენ უფრო და უფრო მეტ სხვადასხვა დანამატებს ესენციების სახით, რომელიც საკვებს აძლევს გემოს, ფერს და ა.შ. რომელთა უმრავლესობა ნაწარმოებია არაქაშერი პროდუქტებისაგან.
ამიტომ, ვიდრე მივირთმევთ რაიმე პროდუქტს, უნდა გავარკვიოთ ყველა მისი ინგრედიენტი და გავეცნოთ მათი წარმოების ტექნოლოგიურ პროცესებს, რაც უბრალო მომხმარელისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ ისრაელში და საზღვარგარეთის ებრაულ თემებში მოქმედებს ორგანიზაციები, რომლებიც თვალს ადევნებენ და ამოწმებენ (ებრაულად-`აშგახა~) ინგრედიენტებს და აგრეთვე ხდება საწარმოო პროცესებზე დაკვირვება, რათა არ მოხდეს ქაშრუთის კანონების დარღვევა. ჩატარებულიდაკვირვებების შესახებ, ეს ორგანიზაციები აცნობენ მომხმარებლებს თავიანთ საფირმო ნიშნებსა და ბეჭდებს (რომელთაც ეწოდებათ ეხშერი) რომელიც განთავსებულია კოლოფებსა და ეტიკეტებზე.
ჩვენ უნდა შევიძინოთ ის პროდუქტები, რომელთა აქვთ აშხაგის ნიშნები. იმისთვის რომ შევიძინოთ პროდუქტები ამ ნიშნების გარეშე, უნდა ვფლობდეთ ცოდნასა და ინფორმაციას, რომლებიც უმრავლესობას არ გვაქვს.
ამრიგად, თითქოს პრობლემა გადაჭრილია: შეხედე მაღაზიაში კოლოფს და თუ წერია ქაშერი- შეიძინე. მაგრამ, გამოცდილებიდან ცნობილია, რომ სადაც წერია მხოლოდ ქაშერი, და არაა მითითებული ორგანიზაცია პროდუქტის სიქაშრის დამადასტურებელი დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს ქაშრუთი არის დაბალი დონის, რათა ჰყავდეს მეტი მყიდველი.
მხოლოდ იქ, სადაც მითითებულია ორგანიზაცია, რომელმაც შეამოწმა და მისცა აშხაგა, იწყება ქაშრუთის ის დონე, რომელიც აკმაყოფილებს კანონის მინიმალურ მოთხოვნებს, იმიტომ რომ სხვადასხვა ორგანიზაციები დაკვირვებისას ხელმძღვანელობენ განსხვავებული პრინციპებით.
მთავარ განსხვავებებზე გავაკეთოთ ორი შენიშვნა:
რამდენადაც ჰალახის (ებრაული კანონი) ბევრ კითხვაზე არის კამათი თორის ავტორიტეტებს შო-რის, თავისთავად, ყოველთვის არიან ორგანიზაციები, რომლებიც ეყრდნობიან გარკვეულ ავტორიტეტებსა და კანონმდებლებს და ნებას რთავენ ამა თუ იმ პროდუქტების გამოყენებას, იმ დროს როცა სხვები მიჰყვებიან სხვა ავტორიტეტებს და კრძალავენ იგივე პროდუქტს. მაგ. ერთნი მიჰყვებიან ავტორიტებების უმრავლესობას, სხვები კი მიჰვებიან უმცირესობას.5
თორის ფუძემდებლური კანონი გვამცნობს, რომ პრაქტიკული კანონის დგინდება ავტორიტეტების უმრავლესობის მიხედვით. ამრიგად ასეთი სახის კამათისას შეიძლება მისდიოთ არა ყველაზე მკაცრს არსებული აზრებიდან, რასაც აკეთებენ მთელი რიგი დამკვირვებელი ორგანიზაციები.
თორა მოგვიწოდებს არა მარტო ჰაშემის მოწიწებისაკენ, არამედ მისი სიყვარულისაკენ, ხოლო სიყვარული არ შეიძლება აიგოს, კანონის ფორმალური შესრულებით.
უბრალო მაგალითი: ყველა ქალი საყვარელი მეუღლისაგან ელოდება, რომ ის შეასრულებს მის სურვილს მისი თხოვნის გარეშე. თუ უყვარს, ნიშნავს რომ შეუსრულებს გამოუთქმელ სურვილს. დაიწყებს ძიებას, თუ კიდევ როგორ ასიამოვნოს საყვარელ ადამიანს და არ შემოიფარგლება ფორმალურად მისი შესრულებით, რასაც ავალდებულებს საქორწილო კონტრაქტი. იგივეა ჩვენს შემთხვევაშიც: ჰაშემის სიყვარული ნიშნავს მზადყოფნას გააკეთო მეტი, ვიდრე კანონი მოითხოვს. ასეთ მზადყოფნას ეწოდება იდურ მიცვა (მცნების მორთვა). ჩვენ ვცდილობთ გავალამაზოთ ჰაშემის მცნების დაცვა იმით, რომ ყურადღებას ვაქცევთ თვით უმცირესოის აზრსაც კი, რომელიც კრძალავს იმას, რაც უმრავლესობის მიერ დაშვებულია. სწორედ ამიტომ, მთელი რიგი ორგანიზაციები, რომლებიც ქაშრუთით არიან დაკავშირებულნი, ცდილობენ უზრუნველყონ სიქაშრე, ყველაზე მკაცრი მოთხოვნილებების მიხედვით, თუნდაც ის ეყრდნობოდეს ავტორიტეტულ უმცირესობას. ქაშრუთის ასეთ დონეს ეწოდება ქაშრუთ ლემეჰადრინი-ქაშერი იმ ადამიანებისთვის, რომლების მიისწრაფიან მცნების მორთვისაკენ და კიდევ, რომ აიცილონ მცირედი ეჭვიც კი.
ა) საწარმოო პროცესზე კონტროლისას, შესაძლოა იყოს სხვადასხვა პრინციპი. ერთი ორგანიზაცია კმაყოფილდება პერიოდული შემოწმებით, სხვები მოითხოვენ მუდმივ ზედამხედველობას. ამასთანავე მნიშვნელოვან როლს თამაშობს შერჩევა პასუხისმგებლობის მქონე და ჰაშემის მოშიშე ადამიანებისა.
თუ, ვისაუბრებთ ისრაელში მომქმედ კონკრეტულ ორგანიზაციებზე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ისრაელის მთავარ რაბანუთსაც აქვს თავისი განყოფილება, რომელიც აწაროებს მეთვალყურეობას საწარმოებში საკვებ პროდუქტებზე: ასეთ შემთხვევაში პროდუქტებზე არის რაბანუთ ჰარაშით (მთავარი რაბანუთი) -ის ნიშანი ან რაბანუთ თელ-ავივ, `რაბანუთ ბათ-იამ~ და ა.შ. მაგრამ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მრავალი საწარმოების გამო, რაბანუთი შეზღუდულია მეთვალყურეების შტატით, ხოლო სახელმწიფო რაბანუთის მისწრაფებას უზრუნველჰოს ქაშერი საკვებით მომხ-მარებელთა მაქსიმალური რაოდენობა, ხშირად მივყავართ იმისაკენ, რომ ბევრ შემთხვევაში ზედამხედველი სარგებლობს მინიმალურად დასაშვები მოთხოვნებით, როცა საკამთო საკითხების გადაწყვეტისას ეყრდნობა უმრავლესობის გაადვილებულ აზრს. მათთვის, ვისაც სურს მეჰადრინის ქაშრუთი მათთვის ორგანიზებულია სპეციალური განყოფილებები, როგორც მაგ. იერუშალაიმის და რეხოვოთის რაბანუთები.
სახელმ